#გააზიარეწარმატებისისტორია-თათია ფარადაშვილი

  1. Home
  2. ბლოგი
  3. სტატია
#გააზიარეწარმატებისისტორია-თათია ფარადაშვილი

პირველი ქართული სპეციალისტთა ბაზა დორანის წევრი თათია ფარადაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სრულად დაფინანსებული Global UGRAD გაცვლითი პროგრამის 2017 წლის ფინალისტია. ის ახალგაზრდა ლიდერების საერთაშორისო აკადემიის/ Young Leaders’ International Academy-ის თანადამფუძნებელია, რომლის მიზნები მრავალფეროვანია და მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც შეეხება ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერებას, ღია დიალოგის დანერგვით მომავალი ლიდერების საზოგადოებაში აქტიურ ჩართულობას, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების შემეცნებით პროექტებში ჩართვას ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე და კიდევ მრავალი სხვა;

თათია გვიყვება:

,,ვარ სრულად დაფინანსებული პროგრამის Global UGRAD-ის 2017 წლის ფინალისტი და ვისწავლე ბოლ სტეიტის უნივერსიტეტში, ამავდროულად ვიყავი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი. იქ სწავლისას შევუერთდი უნივერსიტეტის ახალი ამბების NEWSLINK INDIANA-ს გუნდს, როგორც ტელე-წამყვანი, პროდიუსერი და რეპორტიორი. ბოლ სტეიტში მასწავლიდნენ ადამიანები რომელთაგანაც ერთ-ერთი ტეჰ-კუანგ ჩანგი პრეზიდენტ რეიგანის მრჩეველი იყო, სხვები კი CNN -ში მუშაობდნენ.

საქართველოში დაბრუნებისთანავე გავიარე სტაჟირება ამერიკის საელჩოში 7 თვის მანძილზე, სადაც მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. ამჟამად კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გავდივარ სტაჟირებას, რაც პირაპირ კავშირშია ჩემს პროფესიასთან. რაც შეეხება ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას, მისი მეშვეობით უკვე არაერთ საინტერესო პროექტში ჩავერთე მოხალისეობრივად და შევხვდი აქტიურ და მოტივირებულ ახალგაზრდებს. სწორედ, ინიციატივაში ჩართვის შემდეგ გადავწყვიტე ვლოგების გადაღება და ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გაზიარება ხალხისთვის. აღნიშნული ღონისძიებების შესახებ ვლოგების ნახვა შეგიძლიათ ჩემს YouTube არხზე.“