#გააზიარეწარმატებისისტორია-კახი გიგაური

  1. Home
  2. ბლოგი
  3. სტატია
#გააზიარეწარმატებისისტორია-კახი გიგაური
პირველი ქართული სპეციალისტთა საიმიჯო პლატფორმა ,,დორანის” წევრის, კახი გიგაურის წარმატების ისტორია:
,, 2010 წელს, ახმეტის პირველი საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, როგორც მოსწავლეთა უმრავლესობამ, მეც თბილისში გავაგრძელე სწავლა. უნივერსიტეტის გარდა, ვცდილობდი სხვადასხვა აქტივობებში აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული.
2013 წელს ამარჩიეს ევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის ტრენერად, რამაც ჩემს ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ახალგაზრდებთან მუშაობა და ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ისაა, რაც მთელი ცხოვრება უნდა ვაკეთო. ამის შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობდი, როგორც ტრენერი და ვფიქრობდი, რომ მუდმივად ასე იქნებოდა.
2019 წლიდან დავიწყე ფიქრი, დავბრუნებულიყავი ჩემს მშობლიურ ახმეტაში და იქ გამეგრძელებინა მუშაობა, თუმცა მოგეხსენებათ, რეგიონში დაბრუნება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. წლის ბოლოს, ჩემდა საბედნიეროდ, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა გამოაცხადა მოხალისის ვაკანსია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ყველას და ყველაფრის დატოვება მიწევდა, მაინც გადავწყვიტე ახმეტაში მოხალისედ წასვლა. ეს გადაწყვეტილება გახდა მიზეზი საქმესთან ერთად, აღმომეჩინა ადგილი სადაც ბედნიერი ვიქნებოდი. ფონდში მუშაობა ჩემთვის დიდი გამოწვევა და გამოცდილება იყო.
2020 წლიდან ორგანიზაციის ახალგაზრდული პროექტების მენეჯერი ვარ, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ფონდი ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. პანკისის ხეობაში სოფელ დუისსა და სოფელ ჯოყოლოში გვაქვს საგანმანათლებლო ცენტრები, სადაც ახალგაზრდები იღებენ ცოდნას სრულიად უფასოდ.
წლის დასასრულს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ქ. ახმეტაში გაიხსნება ახალგაზრდული ჰაბი, რომელიც მთელი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს მოემსახურება და მათ სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას შეუწყობს ხელს.”
კახის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებას ეწვიეთ მისი დორანის პროფილს: