ქართული ფეისბუქ ჯგუფის წარმატების ისტორია

  1. Home
  2. ბლოგი
  3. სტატია
ქართული ფეისბუქ ჯგუფის წარმატების ისტორია
პირველი ქართული სპეციალისტთა ბაზა ,,დორანის“ წევრი კეკე ბუზალაძე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფეისბუქ ჯგუფის Ipsy, boxycharm, influester, sephora georgia-ს დამფუძნებელია.
ჯგუფი 2018 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავდა ე.წ ამერიკული beauty box-ების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ქართველი ქალბატონებისათვის. მალე ჯგუფი საკმაოდ მრავალრიცხოვანი გახდა და ყიდვა-გაყიდვისა და გაჩუქების ფუნქციაც შეითავსა, რომელსაც თავად ჯგუფის წევრები ახორციელებენ.
ჯგუფის დამფუძნებელი გვიყვება:
,,დღესდღეობით ჯგუფში 40,000-ზე მეტი ქალბატონია გაწევრიანებული, თუმცა გამონაკლისის სახით გვყავს მამაკაცი წევრიც, თავად BOXY CHARM-ის დამფუძნებელი Josef Martin, რომელიც ყოველი თვის დასაწყისში გოგონებს ახალი ბოქსის შესახებ, ასე რომ ვთქვათ, ,,ასპოილერებს“.
ჯგუფმა ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ე.წ beauty box-ების კულტურა საქართველოში, რითაც ძალიან ვამაყობ, თუმცა ერთგული და აქტიური წევრების გარეშე ეს არ მოხდებოდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. სწორედ მაღალი აქტივობისა და ხარისხიანი კონტენტის წყალობით, ჯგუფი უამრავი კომპანიისგან იღებს შეთავაზებებს , გვიგზავნიან საჩუქრებს და ადმინებთან ერთად საკმაოდ ხშირად ვაწყობთ გათამაშებებს. მაგ. ამჟამად თამაშდება ტუჩის აუგუმენტაციისა და ტანის ფორმების კორექციის პროცედურები.
 აქვე დავაანონსებ, რომ დეკემბერი განსაკუთრებით ჯადოსნური თვეა და საახალწლოდ ბევრ სასიამოვნო სიახლესა და საჩუქარს ვუმზადებთ გოგონებს.“
ჯგუფის დამფუძნებლის დორანის პროფილის ლინკი: https://bit.ly/39LAmKT
ჯგუფის ლინკი: https://bit.ly/33IEmYF