Auczon.com-მრავალფუნქციური ელ.კომერციის პლატფორმა

  1. Home
  2. ბლოგი
  3. სტატია
Auczon.com-მრავალფუნქციური ელ.კომერციის პლატფორმა

ქართული ელ.კომერციის პლატფორმა auczon.com სულ რამდენიმე თვეა, გამოჩნდა და ამ ტექნოლოგიური კომპანიის ხედვა და მიზნები ცალსახად განსხვავებული, მრავალფეროვანი და გამორჩეული აღმოჩნდა. ,,აუქზონი” არის სივრცე, სადაც ეძებ, პოულობ, ყიდულობ ან ყიდი სასურველ ნივთებს, აწარმოებ ბიზნესს და იღებ სრულ მხარდაჭერას.

„ჩვენი მიზანია, ონლაინ ვაჭრობა ყველასთვის მარტივი და ხელსაყრელი გავხადოთ. ვქმნით კომფორტულ სივრცეს ელექტრონული კომერციისთვის. ვშრომობთ იმისთვის, რომ „აუქზონმა“, როგორც ყიდვა-გაყიდვის პლატფორმამ, მარტივად დააკავშიროს ერთმანეთთან მყიდველები და გამყიდველები“, – ამბობს auczon-ის თანადამფუძნებელი ნიკა ბაძაღუა.

                       

auczon.com-ის შექმნის იდეა სამ მეგობარს – ნიკა ბაძაღუას, გიორგი ლომიძესა და მიშა მაჭარაშვილს გაუჩნდათ 2016 წელს და ამ, არც ისე დიდ, პერიოდში გუნდმა შეძლო, იდეისთვის ხორცი შეესხა და ჩანაფიქრი წარმატებულ, მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნესად ექცია.


,,auczon არ არის სტანდარტული და მოსაწყენი ონლაინ მაღაზია, არამედ ეს არის შესაძლებლობების პლატფორმა და სივრცე, სადაც მყიდველები და გამყიდველები ონლაინ კომერციისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტით სარგებლობენ.
კონცეფცია მრავალმხრივ გაშლილია:
1) გვყავს მსხვილი მომწოდებელი, პარტნიორი ვენდორები, რომლებსაც ვეხმარებით პროდუქციის ონლაინ გაყიდვაში.
2) ნებისმიერ მსურველს საშუალებას ვაძლევთ დაიწყოს საკუთარი ბიზნესი ჩვენთან, ააწყოს სასურველი დიზაინით მაღაზია, ატვირთოს პროდუქცია, მართოს მარაგები, მოაწყოს ფასდაკლებები, მიიღოს სტატისტიკური და ანალიტიკური დამუშავებული ინფორმაცია, გაყიდოს ონლაინ, ისარგებლოს უსაფრთხო ონლაინ გადახდებით და მიწოდების სერვისით, გაყიდოს გარანტიით და მყიდველებს შესთავაზოს უკან დაბრუნების მოქნილი პოლიტიკა.
3) C2C მიმართულება – მეორადი ნივთების ყიდვა-გაყიდვა ონლაინ, განვადებით ან აუქციონის პრინციპით.
4) Ebay-დან, Amazon-დან და სხვა ნებიმიერი უცხოური ვებსაიტიდან განვადებით ყიდვის შესაძლებლობას ვაძლევთ ყველას.
                         
2021 წლის ბოლომდე, ვგეგმავთ გავცდეთ საქართველოს და კავკასიის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობასაც მივცეთ საშუალება, იყიდონ, გაყიდონ და გამოიყენონ ჩვენი მომსახურებები,“-ამბობს ნიკა ბაძაღუა ,,დორანთან“ ინტერვიუში.