- inჩემი გამოცდილების დიდი ნაწილი გაყიდვებში გავატარე. ტექნიკა, ფინანსური სერვისები, სპორტული-გასართობი ღონისძიებები, სავაჭრო პლატფორმები, კინოთეატრის VIP სერვისები, ნავთობი – ეს ის პროდუქტებია, რომლებსაც ვყიდდი წლების მანძილზე და ამასთან ერთად ვსწავლობდი მომხმარებელს და ვსწავლობდი სტრატეგიებს. ვუშვებდი შეცდომებს და შემდეგ ამ შეცდომებზეც ვსწავლობდი. 1 წელი, 2 წელი, 3 წელი… 9 წელი გავიდა და უკვე სხვას ვასწავლიდი მომხმარებელსა და პროდუქტს. მიდგომებსა და დაუწერელ წესებს. ფსიქოლოგიას. ვუზიარებდი გამოცდილებას და საბოლოო ჯამში, ქუთაისიდან თბილისში აღმოვჩნდი, სადაც ჩემთვის დღემდე საინტერესო სფეროში დავსაქმდი. ტრენინგები ჩემი ახალი გატაცება გახდა. ასამდე ტრენერი და ათასამდე დამკვეთი კომპანია ჩემს საბრძოლო ველად გადაიქცა. გავიცანი საქართველოს წამყავნი კომპანიების HR დეპარტამენტის ხელძღვანელები და ისინი ჩემ დამკვეთებად ვაქციე. უნიკალური თემები, ექსკლუზიური ტრენერები, საოცრად პროფესიონალი მონაწილეები… მაგრამ პანდემიამ ისევ ჩემს მშობლიურ ქუთაისში დამაბრუნა. რამდენიმე თვე ვცდილობდი ისევ მეპოვა ჩემი ადგილი. 16 კომპანია განიხილავდა ჩემს რეზიუმეს. შემდეგ 7 დარჩა. ცოტა მოგვიანებით კი 3. დიდი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ისევ გამეგრძელებია ძებნა.
თუ თქვენ ეს წაიკითხეთ, იცოდეთ რომ მიღწევადია თქვენი ყველა სურვილი! მთავარია შრომა და შემდეგ მიღწეულის დაფასება!
გამოცდილება
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
წამოსვლის მიზეზი - პანდემია
მოვალეობები: გაყიდვების დეპარტამენტის მართვა. პერსონალის მართვა. პროდუქტების შექმნა/განვითარება და სტრატეგიების შედგენა სხვადასხვა ბაზრისთვის. შემოსავლიანობის ნიშნულის განსაზღვა და ბიუჯეტის დადგენა/განკარგვა. ტრენერებისა და პერსონალის მონიტორინგი. პარტნიოერბთან მოლაპარაკების წარმოება და მემორანდუმების გაფორმება. მსხვილ მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება. დამატებითი პროდუქტების შექმნა/კოლაბირაცია. კომპანიის მმართველი საბჭის წევრი გაყიდვების მიმართულებით.
ნახევარ განაკვეთზე - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
კინო საქართველოს გაყიდვების გუნდისთვის, დამოუკიდებლად ჩატარeბული მოლაპარაკეკები პოტენციურ, კორპორატიულ კლიენტებთან.
გენერალური მენეჯერი
ბოულინგ ცენტრის მოქმედების სტრატეგიის შედგენა და მისი განხორციელება. ინფრასტრუქტურისა და პერსონალის მონიტორინგი. აქციების, ჩემპიონატებისა და კორპორატიული საღამოების დაგეგმვა. ბოულინგ ცენტრის ბარისა და სამზარეულოს მართვა. ბოულინგ ცენტრის სპონსორებისა დამკვეთების მოძიება. მომხამარებელთა კმაყოფილების შექმნა
სექციის განვითარების მენეჯერი
დაქვემდებარებული სექციისა და პერსონალის მართვა. სექციის მუდმივი განვითარება და გაყიდვების სტრატეგიის დახვეწა, პერსონალის ტრენინგი. მომწოდებლებთან მოლაპარეკების წარმოება და ახალი ბრენდების მოძიება. კორპორატიულ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება.
უფროსი გაყიდვების მენეჯერი
გაყიდვების ლოკალური გუნდის მართვა. გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება. კორპორატიულ მომხმარებლების მოძიება. აღწერების წარმოება.
გაყიდვების მენეჯერი
საბანკო პროდუქტების ცოდნა და ცოდნის მუდმივო განახლება. მომხმარებელისთვის ზუსტი და სრული ინფორმაციის მიწოდება. საბანკო სტანდარტების დაცვა. დოკუმენტაციის წარმოება.
გაყიდვების კონსულტანტი
დაქვემდებარებული სექციის პროდუქტების ცოდნა. გაყიდვების ხაზის უწყევტად შენარჩუნება. კორპორატიულ მომხმარებელთან კომუნიკაცია. პროდუქციის აღწერა.