freelancer

მარი შაშიაშვილი

ელ-ფოსტა: shashiashviimariam@gmail.com

0.0/5 (0 განაცხადი)
გაწევრიანდა: 04/06/2021

მე ვარ მარი შაშიაშვილი, 23 წლის. დავიბადე 1997 წლის 25 ოქტომბერს. დავამთავრე თბილისის, ვაჟა-ფშაველას სახელობის #87 საჯარო სკოლა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განვაგრძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის პარალლეურად პირველივე კურსზე დავიწყე მუშაობა. ვმუშაობდი ფიტნეს ტრენერად, ფიტნეს კლუბ ,,რელაქსში”, ვიყავი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი, ასევე წარმოვადგენდი სპორტის დეპარტამენტს და ვმართავდი ,,მსოფლიო დიპლამტიის” კლუბს. საბოლოოდ დავასრულე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება და ბოლო კურსის პარალელურად დავსაქმდი კერძო კომპანია ,,ჰოლონში” თანაშემწის პოზიციაზე. შემდგომ გავხდი პროექტის ტექნიკური ხელმძღვანელი და საბოლოო ჯამში ტელეკომპანია ,,იმედი”-ს თანამშრომელი. პოზიცია: გადაცემის ,,ბიზნესი იმედზე” ტექნიკური პროდისიური. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მაქვს გამოცდილება ხალხთან, ტელევიზიებთან და ბეჭდურ მედიასთან ურთიერთობის. ასევე აქ შევიძინე გამოციდლება ადმინისტრაციული საკითხების მოგვარების კუთხით. ამ ყველაფერთან ერთად  ვარ განვითარებაზე ორიენტირებული და ნებისმიერი სიახლისთვის და გამოწვევისთვის ღია.