freelancer

Khatia Shengelidze

ელ-ფოსტა: khatiashengelidze@gmail.com

0.0/5 (0 განაცხადი)
გაწევრიანდა: 04/07/2021

გამარჯობა, მე ხატია ვარ. უკვე მესამე წელია PR-ს და კომუნიკაციებს ვსწავლობ და ვთვლი, რომ სფეროში სამუშაოდ საჭირო ყველანაირ ცოდნას ვფლობ. სამუშაო გამოცდილებაში სწავლისას შექმნილი პროექტები რომ შედიოდეს, ვიტყოდი, რომ სრული 3 წელია თავდაუღალავად ვშრომობ. დამოუკიდებლად და ჯგუფთან ერთად გამივლია ყველა ნაბიჯი პროდუქტის იდეის მოფიქრებიდან, მის შექმნამდე და გაყიდვების სტრატეგიის გაწერამდე. მოკლედ, გამოცდილება მაქვს, ოღონდ “არასამუშაო”. თუმცა, პირადად მე ეს პრობლემად არ მიმაჩნია, რადგან ვთვლი, რომ არ არსებობს საქმე, რომლის შესასწავლადაც 1 თვეზე მეტი დამჭირდება.

გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდი ახალ გართულ საიტზე MVP.ge ბლოგერად, სადაც სტატიებს ვთარგმნიდი და გასაგები ქართულით ვწერდი. ამ სამსახურმა დამანახა, რომ CV-ში ჩაწერილი “სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი” სიმართლეს 100%-ით შეესაბამება.

მოკლედ, თუ გჭირდებათ მოტივირებული ახალგაზრდა, სიახლეების და სწავლის სურვილით, რომელიც PR-ში და მარკეტინგში ერკვევა, შეგიძლიათ ერთ-ერთ საუკეთესო კანდიდატად მიმიჩნიოთ.

შესრულებული პროექტები

ბლოგები

https://mvp.ge/author/khatia

გამოცდილება

ბლოგერი, მთარგმნელი

  •  MVP.ge
  •  დეკ 2020 - მარ 2021

მუშაობის პროცესში ვთარგმნიდი და ვწერდი სტატიებს და ბლოგებს სხვადასხვა მარკეტინგული სტრატეგიების, სტარტაპების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და მსგავსი საკითხების შესახებ ისეთი ჟურნალებიდან როგორიცაა Medium, TechCrunch და სხვები.

გაყიდვების აგენტი

  •  Immigration Service Center
  •  ივნ 2021 - აგვ 2021

განათლება

PR and Communication

  •  კავკასიის უნივერსიტეტი
  •  აგვ 2018 - Present

სწავლის პროცესში თეორიულად და პრაქტიკულად გავიარე PR და მარკეტინგული გეგმის შედგენისთვის საჭირო ყველა საჭირო ეტაპი. როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად, შემიძლია შევქმნა ახალი კამპანიისთვის საჭირო იდეა, შემდეგ კი გავწერო მისი განხორციელებისთვის საჭირო ყველა ნაბიჯი. სწავლის პროცესში ასევე გავიარე კრეატიული წერის კურსი, რის საფუძველზეც შემიძლია ქოფირაითერად მუშაობა. დამოუკიდებლად შემიძლია დავწერო პრეს რელიზი, Newsletter, Cold Email-ის ტექსტი და სხვადასხვა სოციალური მედიისთვის საჭირო პოსტები.