ახალი მრავალპროფილური კომპანია-HR SPACE

  1. Home
  2. ბლოგი
  3. სტატია
ახალი მრავალპროფილური კომპანია-HR SPACE

HR SPACE საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მოღვაწეობს ადამიანური რესურსების მიმართულებით და ორგანიზაციებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის დახმარებით, ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ პროფესიონალური კონსულტაცია, მოიძიონ და შეარჩიონ კვალიფიციური თანამშრომლები, ჩაატარონ საჭიროებაზე მორგებული ტრენინგები და საკუთარი HR საქმიანობა აუთსოსრსზე  გაიტანონ.

 

HR SPACE-ის დამფუძნებელი-ირინა გაგოშიძე:

,,კომპანიის დაფუძნება მოულოდნელად გადავწყვიტე. ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან რთული პერიოდი, რამაც განაპირობა თითქმის ორწლიანი კარიერული წყვეტა და 3 შვილით საკმაოდ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ამ თითქოს და გამოუვალმა მდგომარეობამ მიმიყვანა იმ იდეამდე, რომ ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრება აუცილებლად უნდა შემეცვალა, ამიტომ ზუსტად 28 დეკემბერს კომპანია HR SPACE-ის შექმნის გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც საქართველოს ბაზარზე ადამიანური რესურსების სფეროს განვითარებას შეუწყობდა ხელს და დარგში მოღვაწე პროფესიონალებს გააერთიანებდა.

ეიჩარ სფეისის საქმიანობა აერთიანებს სამ ძირითად მიმართულებას:

  1. რეკრუტინგი და ტალანტების შერჩევა
  2. ადამიანური რესურსები და კონსულტირება
  3. ტრენინგები და განვითარება

ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლელობა, მიიღონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაცია, დანერგონ საკუთარ კომპანიებში მათთვის აუცილებელი და საჭიროებაზე მორგებული HR პროცესები, გაიარონ ტრენინგები, შეარჩიონ სასურველი თანამშრომელი, გაიტანონ ორგანიზაციის ადამიანური რესურსების საქმიანობა გარე მომსახურებაზე და რაც მთავარია, ჩვენ ვართ ერთ-ერთი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დამსაქმებელს საერთაშორისო რეკრუტირებას სთავაზობს.

ერთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, უკვე არაერთი მსხვილი და წარმატებული პარტნიორი გვყავს, თუმცა

ამასთანავე ვგეგმავთ, გავიდეთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და საქართველოში მოღვაწე დარგის პროფესიონალები საერთაშორისო ბაზარზს გავაცნოთ.

ცვლილება არასოდეს არის გვიანი. იყო ის, რაც ხარ და შექმნა, რაც გინდა, რთული არ არის, რთულია, მოერიო საკუთარს თავს და რეალურად შეიგრძნო, რომ შენი ცხოვრება მხოლოდ შენს ხელშია!”