შექმენი სასერტიფიკატო კურსი და მიიღე მუდმივი შემოსავალი!

  1. Home
  2. ბლოგი
  3. სტატია
შექმენი სასერტიფიკატო კურსი და მიიღე მუდმივი შემოსავალი!

პროექტის მიზანი

 

პროექტის ორგანიზატორია პირველი ქართული სპეციალისტთა საიმიჯო პლატფორმა www.dorani.ge, რომლის მიზანია, მოტივირებულ ახალგაზრდებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მისცეს ხარისხიანი ცოდნის მიღების შესაძლებლობა.

 

საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობისა და განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების გათვალისწინებით, უამრავი ნიჭერი ახალგაზრდა იმყოფება უთანასწორო პირობებში და რჩება ახალი შესაძლებლობების მიღმა, რადგან არ აქვს საკმარისი სახსრები, რომ აიმაღლოს კვალიფიკაცია მისთვი საინტერესო დარგში და გახდეს უფრო თვითრეალიზებული.

 

შესაბამისად, დორანის გუნდმა გადაწყვიტა, შექმნას ციფრული აკადემია, რომელიც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და პრაქტიკული ცოდნის გადაცემას ახალგაზრდებისთვის, ამავდროულად, სპეციალისტებს მისცემს შესაძლებლობას, გახდნენ  სასარგებლო წამოწყების თანამონაწილენი დაამასთანავე,  საკუთარი გამოცდილების გაზიარებით გამოიმუშაონ დამატებითი თანხა.

 

სასერტიფიკატო კურსები განკუთვნილია შემდეგი სეგმენტისათვის:

  • სკოლის მოსწავლეები
  • სტუდენტები
  • დამწყები სპეციალისტები

 

თანამშრომლობის დეტალები

სასერთიფიკატო კურსის ავტორსა და კომპანიას შორის გაფორმდება კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ავტორი შემდეგ მხარდაჭერას მიიღებს:

  • საავტორო უფლებების დაცვა
  • ფიქსირებული საკომისიო ყოველი გაყიდული პაკეტიდან
  • კურსის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
  • დიზაინერის მომსახურება
  • მარკეტინგული აქტივობები
  • კურსის სრული ტექნიკური უზრუნველყოფა/ვებ-გვერდის მხარდაჭერა

კურსის საფასური და საკომისიო განისაზღვრება ინდივიდუალურად!

Dorani.info@gmail.com