წესები და პირობები

  1. Home
  2. წესები და პირობები

წესები და პირობები

 ვებგვერდი www.dorani.ge წარმოადგენს შპს ,,დორანის“ საკუთრებას. თქვენ მიერ ამ ვებ-გვერდის გამოყენება გულისხმობს ქვემოთ მოყვანილი პირობების აღიარებას ვებ-გვერდზე ყოველი შესვლისას

 

ტერმინთა განმარტება: ჩვენ - შპს "დორანი", შემდგომში -კომპანია;

 თქვენ - პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე; ასევე იურიდიული პირი (მისი წარმომადგენელი). ხელშეკრულება - წინამდებარე დოკუმენტი და მისი დანართები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 პირობები

ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ: ადასტურებთ, რომ ხართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, ან 18 წელს მიღწეული პირი, ან 16 წელს მიღწეული საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედუნარიანი  პირი, გსურთ თქვენი მონაცემები განათავსოთ ზემოთ მოცემული კომპანიის ბაზაში და აცხადებთ თანხმობას, რომ

  • დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს; თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ წინამდებარე ვებ-გვერდი მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის
  • წარმოადგენთ ჩვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
  • დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის კომპანიის წარმომადგენლის თანხმობის გარეშე;
  • მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენი პირადი ანგარიშის ინფორმაცია;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის განკარგვისაკენ;
  • არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;
  • Არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც არის/იქნება მიმართული ჩვენი ან/და მესამე მხარის მოტყუებისაკენ. Აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით აღიარებთ, რომ თქვენს მიერ, წარდგენილი ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
  • გაეცანით პირობებს, ეს პირობები არის თქვენთვის მისაღები და კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს

  რეგისტრაცია

საიტზე ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში თქვენ უნდა წარადგინოთ მხოლოდ ზუსტი, სრული სარეგისტრაციო ინფორმაცია და მოახდენო ამ ინფორმაციის განახლება თუ ის შეიცვლება. დარეგისტრირებისას თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ მანდატს სისტემაში ავტორიცაზიისათვის (თქვენი სახელით და პაროლით შესვლა „ანგარიშს"). "Dorani.ge" – ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე და პაროლის უსაფრთხოებისა და მისი კონფიდენციალობის დაცვაზე პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად გეკისრებათ

.

 შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე: თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენ სისტემებში არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება.

 თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ: 1) ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს, კომპანიას ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს 2) ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით; და 3) შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.

 ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შეგიწყვიტოთ რეგისტრაცია ან/და შევზღუდოთ თქვენი წვდომა ვებ-გვერდზე ან მის რომელიმე ნაწილზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების ან შეტყობინების გარეშე.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა: ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით; მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების გამო.

თქვენ აცხადებთ თანხმობას, გაგვათავისუფლოთ ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ხარჯის, დანაკარგის, პასუხიმგებლობის ან/და მოქმედებისაგან, რომელიც შეიძლება, წარმოიშვას თქვენ მიერ ვებ-გვერდის არასათანადოდ ან ბოროტად გამოყენების შემთხვევაში.

კონფიდენციალობა

საიტზე რეგისტრაციისას მომხმარებელი სურვილისამებრ ათავსებს პირად ინფორმაციას, რომელიც სურს გაუზიაროს ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს და ასევე, არ აცხადებს პრეტენზიას, მისი საკონტაქტო მონაცემები გამოყენებულ იქნას ისეთი ინფორმაციის მისაღებად, როგორიცაა სარეკლამო შეტყობინება, საქმიანი წინადადება და სხვ. თქვენ ინფორმაცია შესაძლებელია ჩვენ მიერ გამოყენებულ იქნას თქვენთვის საინტერესო წინადადების შესაქმნელად, შემოსათავაზებლად.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენი მისაღები მომსახურების გასაუმჯობესებლად.

ინფორმაციის განახლება და შეცვლა:თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ვებგვერდზე თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში შესვლით.

ინფორმაციის უსაფრთხოება:  გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო.

თქვენ თანახმა ხართ, რომ რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაცია გამოყენებულ იქნას ჩვენ მიერ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

 

 Პირობების დამატებისა და შეწყვეტის წესი:

  - ჩვენ გვაქვს უფლება ნებიმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შევცვალოთ წინამდებარე წესები და პირობები, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.  პირობების შეცვლის შემდეგ თქვენს მიერ ვებგვერდის გამოყენებით ადასტურებთ შეცვლილი პირობების მიღებას.

 -შემთხვევები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული  წინამდებარე პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.

 -საქართველოს სასამართლოს მიერ, რომელიმე პირობის კანონმდებლობის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში  სხვა პირობები უცვლელად ძალაში დარჩება.

 

 საკონტაქტო ინფორმაცია